ღვინოები

მწვანე
სახეობა
თეთრი მშრალი
აღწერა:
ღია ჩალისფერი შეფერილობის მშრალი თეთრი ღვინო. დამზადებულია კახეთში, მწვანეს ჯიშის ყურძნისგან. ღვინოს ახასიათებს ციტრუსისა და ყვითელი ხილის არომატი, ხალისიანი, ნაზი, ჰარმონიული გემო.
დააგემოვნეთ
+14-15 ზე თევზთან, ყველთან, ბოსტნეულთან.
ალკოჰოლი
12,5


ალაზნის ველი
სახეობა
თეთრი ნახევრად ტკბილი
აღწერა:
ალაზნის ველი - სუფრის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო დამზადებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც მოყვანილია კახეთში, ალაზნის ხეობაში. იგი შეუცვლელია დღესასწაულებზე, აქვს ხილის სასიამოვნო არომატი.
დააგემოვნეთ
+12-14º ზე ყველთან და ხილთან ერთად
ალკოჰოლი
11%


ქინძმარაული
სახეობა
წითელი ნახევრად ტკბილი
აღწერა:
ქინძმაურალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ღვინოა. იგი დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც მოყვანილია კახეთში, ყვრალის რაიონში. აქვს ძლიერი ჯიშური ბუკეტი და არომატი, ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო.
დააგემოვნეთ
+14-16º-ზე ყველთან დესერტთან და ხილთან ერთად
ალკოჰოლი
12,5%


კრახუნა
სახეობა
თეთრი მშრალი
აღწერა:
იმერული წესით დამზადებული მშრალი თეთრი ღვინო. წარმოებულია მდინარე ყვირილას ხეობაში გავრცელებული კრახუნას ჯიშის ყურძნისგან. ალკოჰოლური დუღილი წარიმართა +150C-ზე, რითაც მოხდა არომატების კონცენტრაცია და ღვინოს მიენიჭა ციტრუსოვანი ხილის ტონები. კრახუნას აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა, სრული სხეული და გამყოლი გემო
დააგემოვნეთ
დააგემოვნეთ +14-15 ზე თევზთან, ყველთან, ბოსტნეულთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად
ალკოჰოლი
12%


მუკუზანი
სახეობა
წითელი მშრალი
აღწერა:
ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, კერძოდ მუკუზანის მიკროზონაში. აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა. გამოირჩევა დამახასიათებელი გემოთი და სასიამოვნო ხავერდოვანი არომატით.
დააგემოვნეთ
+16-18º ზე ცხვრის ხორცთან, ყველთან და ბოსტნეულთან
ალკოჰოლი
13,5%


ალაზნის ველი
სახეობა
წითელი ნახევრად ტკბილი
აღწერა:
ალაზნის ველი - სუფრის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო გამოდის 1977 წლიდან. დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც მოყვანილია კახეთში ალაზნის ველზე. ღვინოს აქვს მუქი წითელი ფერი და ხავედროვანი სრული გემო.
დააგემოვნეთ
+14-15º ზე თევზთან, ყველთან, ბოსტნეულთან.
ალკოჰოლი
12%


რქაწითელი
სახეობა
თეთრი მშრალი
აღწერა:
ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში მოყვანილი რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ღია ქარვისფერი შეფეროლობით, ქორფა მინდვრის ყვავილებისა და ციტრუსის სურნელებით, მდიდარი გემოთი და სრული სხეულით.
დააგემოვნეთ
+14-15ºზე ზღვის პროდუქტებთან და სალათებთან ერთად
ალკოჰოლი
12%


საფერავი
სახეობა
წითელი მშრალი
აღწერა:
ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერილობით, ჩირებისა და სანელებლების სურნელით და გამოხატული ტანინებით.
დააგემოვნეთ
+16-18º ზე კარგად შეზავებულ ხორცთან ერთად
ალკოჰოლი
12,5%


საფერავი კლასიკური
სახეობა
წითელი მშრალი
აღწერა:
მუქი ბროწეულისფერი მშრალი წითელი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონებში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ახასიათებს ხარნგრძლივი გემო ჯიშური მახასიათებლებით მწიფე ქლიავის კარგად გამოხატული არომატითა მაყვალის ნიუანსით.
დააგემოვნეთ
+16-18º ზე კარგად შეზავებულ ხორცთან ერთად
ალკოჰოლი
12,5%


საფერავი პრემიუმი
სახეობა
წითელი მშრალი
აღწერა:
პრემიუმ ხარისხის მშრალი წითელი ღვინო. დამზადებულია საფერავი ჯიშის ყურძინსგან, რომელიც მოყვანილია კახეთის რეგიოენებში. ღვინოს აქვს მუქი ალუბლისფერი შეფერილობა, ბროწეულისფერი ელფერით, ასევე დაბალანსებული გემო. გასინჯვისას შეიგრძნობა მოცვის არომატი, ქლიავის ნიუანსით.
დააგემოვნეთ
+16-18º ზე ცხარე საუზმესთან, კარგად შეზავებულ ხორცთან, ცოცხალ მწვანილსა და ბროწეულთან ერთად. საუკეთესოა შემწვარ მწვადსა და სოკოსთან ერთად.
ალკოჰოლი
14,5%
